(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “სიენენთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინა NATO-ს წევრი რომ გამხდარიყო, რუსეთი მას თავს არ დაესხმებოდა.
ზელენსკი ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მადლობელია იმ დახმარების, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ალიანსისგან მიიღო, მაგრამ ამბობს, რომ თუ NATO უკრაინის მიღებისთვის მზად არ არის, მაშინ მან უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა ამყოფოს.
“NATO-ს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის გარანტიების მიღება. […] თუ NATO-ს წევრები მზად არიან ალიანსში გვიხილონ, მაშინ გააკეთონ ეს დაუყოვნებლივ, ადამიანები ყოველდღიურად კვდებიან. პირადად ვთხოვე, რომ პირდაპირ ეთქვათ, რომ მიგვიღებდნენ NATO-ში ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში, ეთქვათ პირდაპირ და ნათლად ან უბრალოდ უარი ეთქვათ. პასუხი იყო ცხადი, თქვენ არ იქნებით NATO-ს წევრი, მაგრამ საჯაროდ [NATO-ს] კარი ღია იქნება” – თქვა ზელენსკიმ.