(ACCnews) ტეხასის შტატში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. 18 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც მედია იტყობინება, შემთხვევა სან ანტონიონის გარეუბანში აშშ-მექსიკის საზღვართან მოხდა, რომელიც სატრანზიტო გზაა ხალხის არალეგალურად გადაადგილებისთვის.
ამ ეტაპისთვის აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 3 ბრალდებული.
სატვირთო მანქანა სან ანტონიოს რკინიგზასთან ახლოს აღმოაჩინეს. უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები.
ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა მომხდარში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. ებოტი მიიჩნევს, რომ ეს არის ბაიდენის ღია საზღვრების პოლიტიკის შედეგი.
ჯო ბაიდენმა 2021 წელს პირობა დადო, რომ აუცილებლად შეცვლიდა მკაცრ საემიგრაციო პოლიტიკას, რომელიც მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა მიიღო.