(ACCnews) თეთრი სახლი ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ დღეს ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში და აღნიშნა, რომ ეს არ იყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის მოწოდება.
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ჯო ბაიდენის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება რეგიონზე.
„პრეზიდენტის აზრი ის იყო, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებზე ან რეგიონზე. ის [ბაიდენი] არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის შეცვლაზე“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. კრემლის პრესმდვანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ”ეს არ უნდა გადაწყვიტოს ბატონმა ბაიდენმა. ეს უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი.”
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა, რომ “ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.”