წყალთბილის საჯარო სკოლა ერთ-ერთია სამცხე-ჯავახეთის თხუთმეტ სკოლას შორის, რომელშიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით განსაკუთრებული პროექტი ხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“პოლიციის ოფიცრები, მასწავლებლები, მშობლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის ერთიანდებიან და ესაუბრებიან მათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, კიბერდანაშაული, ადამიანებით ვაჭრობა და ჩაგვრა.
დღეს სკოლას ელჩი დეგნანი ესტუმრა და დაინტერესდა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის პროგრამის გავლენით მოსწავლეებზე”, – ვკითხულობთ გვერდზე.