Friday, March 24, 2023

უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი “რუსული ლენდ-ლიზისგან” შედგება – ბრიტანული დაზვერვა

მთავარი

(ACCnews) “უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი “რუსული ლენდ-ლიზისგან” შედგება,” – ამის შესახებ „ევროპული ჭეშმარიტების“ ცნობით, ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაში.

როგორც დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, “დატყვებული” რუსული აღჭურვილობა ახლა უკრაინის სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

მეტი:   "რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება რამდენიმე კვირაში მოხდება" - ევროკომისიის პრეზიდენტი

“უკრაინამ, სავარაუდოდ, დაიპყრო სულ მცირე 440 რუსული მთავარი საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანტექნიკა. ამჟამად მოქმედი უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი პოტენციურად დატყვევებული მანქანებისგან შედგება”, – ნათქვამია მიმოხილვაში.

მეტი:   პროგრესი მოლაპარაკებებში: ორივე მხარე მცირე გამარჯვებას აღიარებს

ბრიტანული დაზვერვის მტკიცებით, რუსული ეკიპაჟების უუნარობა გაანადგურონ დაუზიანებელი აღჭურვილობა გაყვანამდე ან ჩაბარებამდე, მიუთითებს მათი მომზადების ცუდ მდგომარეობაზე და საბრძოლო დისციპლინის დაბალ დონეზე.

მეტი:   "საქართველოს სახელით და თავისუფლების სახელით!" - ქართველი სამხედროები უკრაინის მხარდასაჭერად

„მიუხედავად იმისა, რომ რუსული ფორმირებები რამდენიმე სექტორში ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან და ჯარები სულ უფრო დემორალიზებულია, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მძიმე იარაღის დაკარგვას“, – პროგნოზირებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img