Wednesday, September 27, 2023

“საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი უკვე მტკიცედ განსაზღვრული აქვს” – არჩილ თალაკვაძე

მთავარი

(ACCnews) “საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული, ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია,” – ასეთ კომენტარს აკეთებს ნეიტრალიტეტის თემაზე დასმულ კითხვაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განიხილავს, საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს ნებისმიერ ფორმატში.

„საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს მტკიცედ, ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია. თუ დასავლეთი და საერთაშორისო პარტნიორები შეიმუშავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სამომავლოდ, უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისთვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაკვირველია, ასეთი დამატებით გარანტიები უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება საქართველოსთვის.

მეტი:   აშშ-ს ელჩი საქართველოში: "სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას მკაცრი მოთხოვნები აქვს"

ჩვენ მზად ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ ნებისმიერ ფორმატში, თუ რისი გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს დამატებით გრძელვადიანი გარანტიები ჰქონდეს. სამწუხაროდ, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის სამხედრო დანაყოფები იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ და 2008 წლის შემდეგ გავაფორმეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რაც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.

2008 წლის შემდეგ და მანამდეც, საქართველოს ხელისუფლების პრინციპული მოთხოვნაა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვონ ქვეყნის ტერიტორია.

მეტი:   კელი დეგნანი: "აშშ მუდამ ეძებს გზებს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა"

საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე ამ პირობის უკან წაღებას არ აპირებს. ეს პირობა არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ნეიტრალიტეტზე, მისი ბევრი პროვოკაციული განცხადება ვნახეთ და საზოგადოებას არგუმენტირებული კითხვები აქვს, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. სააკაშვილი და მისი გუნდი ის ადამიანები იყვნენ, ვინც საქართველოს ტერიტორიები დამატებით რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს. ასევე, ის გუნდი იყო, ვინც საქართველოში ევროპულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ძირი გამოუთხარა. პრაქტიკულად, მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის ფარდა ჩამოაფარეს, რომლის უკან დასავლური ღირებულებების გაუგონარი დისკრედიტაცია ხდებოდა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იმ რეჟიმში არ ვართ, როცა მისი განცხადებების კომენტირება უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი:   "როცა ქართველები დახმარებას ითხოვდნენ, მათ გერმანელები და ფრანგები აჩუმებდნენ"– მეთიუ ბრაიზა

ცნობისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საზოგადოება აქტიურად განიხილავს საქართველოს სამომავლო პოლიტიკურ არჩევანს. ნეიტრალიტეტზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს ნეიტრალიტეტის საკითხი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img