Wednesday, March 29, 2023

ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

მთავარი

(ACCnews) შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

„პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი დაყოფა, მაგრამ ჩვენი ალიანსი ისე ერთიანია, როგორც არასდროს და მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან მას, ისე ძლიერები ვიქნებით, როგორც არასდროს“, – აღნიშნა ბაიდენმა დოკუმენტებზე ხელმოწერის წინ.

მეტი:   "ჩვენ მივალთ გენოციდამდე, რუსეთი რასაც აკეთებს მიზანმიმართული პოლიტიკაა გაანადგუროს უკრაინა" - ვიქტორია ნულანდი

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ შვედეთი და ფინეთი ნატო-ს ყველა ვალდებულებას შეასრულებენ.

მეტი:   "ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი" - ენტონი ბლინკენი

„ისინი დააკმაყოფილებენ ნატო-ს ყველა მოთხოვნას, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოკავშირეებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსი გაწევრიანების პროცესის რატიფიცირების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

მეტი:   ჩვენ სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას ვემხრობით - ვოლოდიმერ ზელენსკი

„მოვუწოდებ დარჩენილ მოკავშირეებს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ რატიფიკაციის პროცესი“, – აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, მაისში, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში განაცხადის შეტანის ოფიციალური პროცესი დაიწყეს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img