Wednesday, September 27, 2023

“მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, მოგვაწოდონ მტკიცებულებები, სხვამხრივ ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება მიზნად ისახავს შიდა არეულობის პროვოცირებას” – სუს-ი

მთავარი

(ACCnews) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთი კონტრაბანდული საქონლის მიღებას საქართველოს გამოყენებით გეგმავს, სიცრუეს უწოდებს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

სუს-ი უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას.

“უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით. აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

მეტი:   პუტინმა ომი დაიწყო - აფეთქებების ხმა კიევსა და კრამატორსკში

მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს.

მეტი:   რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 220 ბავშვი მოკლეს

“შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით. შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს,”- ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

მეტი:   "ჩვენ, რუსეთის ბირთვულ ძალებში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავთ" - ნატო

ცნობისათვის, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდული საქონლის მიღებას საქართველოს გამოყენებით გეგმავს და ამაში საქართველოს მთავრობა მას ხელს არ შეუშლის. „იმისათვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დავალება, რომ ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას”,- ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ვერიფიცირებულ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img