Friday, March 24, 2023

“მოგიწოდებთ, მეტად ქმედითი და მკვეთრი ნაბიჯები გადადგათ” – ცნობილი მომღერალი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირს მიმართავს

მთავარი

(ACCnews) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ქმედითი და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს სოციალური ქსელის საშუალებით მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

მომღერალი მიმართავს ორგანიზაციებს, აიძულონ ხელისუფლება, ქვეყანაში მიუკერძოებელი და თავისუფალი სასამართლოს არსებობას შეუწყოს ხელი.

„ჩვენი ქვეყანა არ არის დემოკრატიული!

მოგიწოდებთ, მეტად ქმედითი და მკვეთრი ნაბიჯები გადადგათ. რეკომენდაციები და რჩევები არ მუშაობს. ყველა უსამართლობის შემდეგ მოსახლეობაში თქვენს მიმართ ნდობა ქრება. ხშირად მეკითხებიან, რას აკეთებს ამერიკა, ან რას აკეთებს ევროკავშირი? რა ვუპასუხო? ის რომ რჩევებს აძლევთ ჩემს ხელისუფლებას როგორ ააშენონ დემოკრატია? რჩევებს ჩვენც ვაძლევთ მაგრამ არ შეგვწევს ძალა ვაიძულოთ.

მეტი:   კელი დეგნანი: "დეოლიგარქიზაციის კანონი არის კომპლექსური და ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროპელმა ექსპერტებმა შეისწავლონ და გააკეთონ დასკვნები"
მეტი:   აშშ-ის სენატის კომიტეტმა რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

აიძულეთ ჩვენი ხელისუფლება, რომ სასამართლო იყოს თავისუფალი და მიუკერძოებელი! აიძულეთ!“- წერს გიორგი სუხიტაშვილი და აღნიშნავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყანას არა ეკონომიკური გაჭირვების, არამედ დემოკრატიის არარსებობის გამო ტოვებს.

„ნახეთ რამდენი ხალხი გამორბის საქართველოდან თქვენს ქვეყნებში. იცით რატომ? მხოლოდ იმიტომ არა რომ უჭირთ, უფრო იმიტომ რომ აქ მომავლის იმედს პერსპექტივას ვეღარ ხედავენ! ჩვენც გვინდა კარგი სახელმწიფო!“- ნათქვამია გიორგი სუხიტაშვილის მიმართვაში.

მეტი:   ინიციატივა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერებაზე

ცნობისათვის,  დღეს, თბილისის საქალაქო  სასამართლომ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვის თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით მისთვის სასჯელის ათვლა დღეიდან დაიწყო. გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img