Friday, March 24, 2023

“2015 წლიდან ინტენსიურად დავიწყეთ მკიცებულებების მიწოდება – სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ გამოძიება დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ“– სუბარი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

მთავარი

(ACCnews) “2015 წლიდან ძალიან ინტენსიურად დავიწყეთ მასალებისა და მკიცებულებების მიწოდება და სწორედ ეს მტკიცებულებები გახდა საფუძველი, რომ გამოძიება დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ”– ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი სოზარ სუბარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დასრულებას.

მეტი:   ომის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 57000-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი

მისი თქმით, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში საქართველო არ თანამშრომლობდა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან, თუმცა ისინი იძიებდნენ, აწარმოებდნენ გამოძიებას.

„თუ არ ვითანამშრომლებდით, შესაბამისად მტკიცებულებებსაც ვერ მივაწვდიდით და ეს საქმე როგორ შემოტრიალდებოდა, არავინ იცის. ამ ფონზე იყო, როდესაც 2015 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მასალების მიწოდება, უფრო ადრეც, მაგრამ 2015 წლიდან ძალიან ინტენსიურად დავიწყეთ მასალებისა და მკიცებულებების მიწოდება და სწორედ ეს მტკიცებულებები გახდა საფუძველი, რომ გამოძიება დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მეტი:   კელი დეგნანის შემდეგი ვიზიტი მცხეთა-მთიანეთში შედგება - ვინ არის მარიამ ხატიაშვილი?
მეტი:   "რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი მოველაპარაკოთ" - ლიზ ტრასი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img