28 ქართველმა სტუდენტმა, რომელიც ამერიკაში ACCESS ინგლისური ენის პროგრამით გაემგზავრა, ბოსტონის უნივერსიტეტში საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
“ამიტომ უკავია გაცვლით პროგრამებს ჩვენს გულში განსაკუთრებული ადგილი. ამ პროგრამების მეშვეობით საქართველოს ათასობით მოქალაქე ამერიკაში იღებს განათლებას, ამერიკელებს თავისი ქვეყნის კულტურას უზიარებს და მიღებულ ცოდნას სამშობლოს საკეთილდღეოდ იყენებს. თქვენ ხართ მომავალი” – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.