Friday, March 24, 2023

“უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნატო-ს აჩვენებს საჭიროებას, რომ ალიანსისა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მხარდაჭერა უზრუნველყოს”-  სტოლტენბერგი

მთავარი

(ACCnews) ნატო-ს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში შექმნილი ვითარება ნატო-ს აჩვენებს საჭიროებას, რომ ალიანსის და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ეს განცხადება სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მეტი:   რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმას „სავარაუდოდ ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორია.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს იმ საჭიროებას, რომ უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა ევროპაში, რომლებიც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრები არ არიან, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს.

მეტი:   რას მოიმოქმედებს კრემლი, თუკი ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანდებიან - მედვედევის განცხადება მუქარად აღიქვეს

საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი:   НТВ-ს წამყვანმა სამსახური დატოვა და მკაცრი განცხადება უცხოეთიდან გააკეთა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img