Saturday, June 3, 2023

იენს სტოლტენბერგი: “სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო”

მთავარი

(ACCnews) “უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს… სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო”- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, სურვილია, კონფლიქტი მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყდეს, სადაც უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერად.

მეტი:   "საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება" - ემანუელ მაკრონი

ნატოს ლიდერის თქმით, მოსკოვი სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.

“უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს, რადგან დავინახეთ, რომ ომი მოდიოდა. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო.

მეტი:   ნატო-ს გენმდივნის მოადგილე: "ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან გრძელვადიან თანამშრომლობას"

რეალობა ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერად ევროპაში, ჩვენ ახლავე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იარაღი არის გზა მშვიდობისაკენ.

პირველი გაკვეთილი არის ის, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვაში. დიდი ხანია, ეს არის ნატო-ს გზავნილი. მეორე გზავნილი, მეორე გაკვეთილი არის ის, რომ სახიფათოა ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება, საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე, ბიზნესიც პოლიტიკაა. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით, ჩინეთთან. ჩვენ ვერ გავხდებით ისე დამოკიდებული ერთ ნედლეულზე, მათ პროდუქტებზე, რომ გავხდეთ დაუცველები,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი:   აშშ-ს საელჩომ უკრაინაში პუტინის განცხადება გააშარჟა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img