Wednesday, June 7, 2023

“მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენ ერთად დგომას” – იენს სტოლტენბერგი

მთავარი

(ACCnews) “თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გააგრძელებს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი, ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ,” – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება და დიდი ალბათობით ეს ომიც ასე დასრულდება.

მეტი:   დიმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის

„რის მიღწევას შეძლებენ უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ ძალაზე. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გააგრძელებს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი, ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, როგორც იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ომი, ფაქტია, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში სამუდამოდ შეიცვალა.

მეტი:   CNN: რუსეთი კიევის შემოგარენიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს

„მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ მიიჩნევს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მსოფლიო უფრო საშიში გახდა და ამ ფონზე ნატოს ქვეყნების ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენ ერთად დგომას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ. არა იმიტომ, რომ შეცდომებს არასდროს ვუშვებთ. არც იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს და იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მეტი:   "აშშ-ის არჩევნებში რესპუბლიკელების წარმატება არ შეაფერხებს უკრაინის დახმარებას" - იენს სტოლტენბერგი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img