Friday, March 24, 2023

“უკრაინა აშშ-ს გადაწყვეტილებას ელის, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად” – რუსლან სტეფანჩუკი

მთავარი

(ACCnews) უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ელის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად. ამის შესახებ უმაღლეს რადას ხელმძღვანელმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება (რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესახებ – რედ.) იქნება დიდი კატალიზატორი მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ასეთ გადაწყვეტილებას, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ხანგრძლივი დისკუსია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი სტატუსი – ან შესაძლოა სხვა სპეციალური სტატუსი – მიენიჭება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მეტი:   ენტონი ბლინკენის მონაწილეობით, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების შემუშავება განიხილეს
მეტი:   "ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი განვიცადეთ, ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა" - დიმიტრი პესკოვი

რადას ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის სპონსორის სტატუსი სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს.

ამასთან, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის ფედერაციის ევროპარლამენტის მიერ ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარება გადამწყვეტი იქნება ანტირუსული სანქციების მეცხრე პაკეტის სიის ფორმირებაში.

მეტი:   "უსაფრთხოების კუთხით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები აქვთ" - დავით ზალკალიანი

შეგახსენებთ, 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img