(ACCnews) “სადგურზე თავდასხმა რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი შემაძრწუნებელი სისასტიკეა,” – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“თავდასხმა უკრაინის რკინიგზის სადგურზე არის რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი შემაძრწუნებელი სისასტიკე, დარტყმა მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც ევაკუაციასა და უსაფრთხოებისთვის მიღწევას ცდილობდნენ,” – წერს ჯო ბაიდენი.
ცნობისთვის, დღეს, დონეცკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რაკეტით დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა.