Saturday, September 23, 2023

თბილისს დღეს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

მთავარი

(ACCnews) თბილისს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება.

მეტი:   რა შემთხვევაში დათანხმდება ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს მოლაპარაკებებზე - ლავროვის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა დელეგაციების თანხლებით პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში. გარდა ამისა, პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მეტი:   "თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, უარი თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე"- ანჯეი დუდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდება.

მეტი:   საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

ამასთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img