Wednesday, June 7, 2023

“თუ ნატო-ში არ გავწევრიანდებით, ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით” – შვედეთის პრემიერ-მინისტრი

მთავარი

(ACCnews) “თუ ნატო-ში არ გავწევრიანდებით, ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით,” – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასევე, როგორც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატოში გაწევრიანებით შვედეთი მიაღწევს მეტ უსაფრთხოებას და ასევე ქვეყანაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას.

“ჩვენ ძალიან დაუცველ მდგომარეობაში ვიქნებით. ჩვენ “სოციალ-დემოკრატებს” მიგვაჩნია, რომ შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატო-ში გაწევრიანება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ძალიან ფრთხილი განხილვის შემდეგ. ამით შვედეთი იქნება უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი,” – განაცხადა მადლენა ანდერსონმა პრესკონფერენციაზე.

მეტი:   "აშშ-ს ამ ომის 2 კვირაში დამთავრება შეუძლია" - გენერალი ტერასი უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაზე

ამასთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა უნდა მოერგოს რეალობას და მიიღოს გადაწყვეტილებები არსებული პოლიტიკური კლიმატიდან გამომდინარე.

მეტი:   (ვიდეო) ბელორუსმა გოგონებმა უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად პოპულარულ სიმღერაზე ცეკვა ჩაწერეს

ძალიან ნათელია, რომ არსებობს რეალობა 2022 წლის 24 თებერვლამდე და მის შემდეგ. ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ცხოვრობენ ახალ, სახიფათო რეალობაში. ევროპული უსაფრთხოების წესრიგი, რომელზეც შვედეთი საკუთარ უსაფრთხოების პოლიტიკას საუკუნეების მანძილზე აფუძნებს, თავდასხმის ქვეშაა,” – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

მეტი:   "აღვნიშნავთ 26 მაისს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა, ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება" - პრეზიდენტი

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბერლინში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და მადრიდის სამიტზე მისაღებ კონცეფციაზე იმსჯელეს. ამასთან,  მინისტერიალის პირველ დღეს დიპლომატები შეხვდნენ კოლეგებს ფინეთიდან და შვედეთიდან. ამავე შეხვედრაზე ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს წევრობაზე განაცხადს წარადგენს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img