Wednesday, September 27, 2023

პროკურორთა დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და აშშ-ის გამოცდილება საქართველოში

მთავარი
“ბრალის წაყენებისას მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებით და პოლიტიკური მიკერძოების ან კუთვნილების წარმოჩენის თავიდან აცილებით პროკურორებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ კანონის უზენაესობის დაცვაში”, – აღნიშნულ ციტატას აშშ-ს საელჩო ავრცელებს საკუთარ გვერდზე.
მათი ინფორმაციით, 11-18 ივნისს აშშ-ის საელჩომ საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია აშშ-ში საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად, მათ შორის პროკურორების დანიშვნის, დაწინაურებისა და დისციპლინის, საქმის გამოძიება-ზედამხედველობის, საპროცესო შეთანხმების, მტკიცებულებების მართვის, წინასწარი პატიმრობისა და საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე სასაუბროდ. მოწვეული სტუმრები ნაფიც მსაჯულთა შერჩევასაც დაესწრნენ და მაგისტრატსა და რაიონულ მოსამართლეებს პროცესის ეფექტიანობაზე ესაუბრნენ.
აღნიშნულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა პროკურორთა დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ისეთი პოლიტიკის გატარებას, რაც გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ვიზიტი საქართველოს პროკურატურას ექვსწლიანი სტრატეგიის განხორციელებასა და ევროინტეგრაციის გზაზე სახელმწიფოს სხვა აქტორებთან თანამშრომლობაში დაეხმარება.
მეტი:   "რუსეთი მხარს უჭერს მეზობლების სუვერენიტეტს, უკრაინა გამონაკლისია" - ვლადიმერ პუტინი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img