(ACCnews) “რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს. – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკეთა.
მისი თქმით, გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
“გერმანიის უკრაინისადმი მხარდაჭერის გათვალისწინებით სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთმა არამხოლოდ არ უნდა მოიგოს ეს ომი, არამედ ვერც მოიგებს”, – განაცხადა შოლცმა.