(ACCnews) გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია რუსეთთან შეერთების საკითხზე უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ყალბი რეფერენდუმების შედეგებს არ ცნობს.
შოლცის თქმით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ჩვენ არ მივიღებთ ამ ყალბი რეფერენდუმების შედეგებს და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას დაუღალავი ძალით“, – აღნიშნა შოლცმა.
მისი მტკიცებით, გერმანია „ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აცილება მოხდეს“.
შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.