Thursday, February 2, 2023

“უდიდესი შეცდომაა, თუ ვლადიმერ პუტინს საეთოდ არ დაველაპარაკებით” – ოლაფ შოლცი

მთავარი

(ACCnews) “არაერთხელ ველაპარაკე პუტინს, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, და ეს, ბოლოს და ბოლოს, მცირე სიტყვაა უზარმაზარი განსხვავებებისთვის, ჩვენ საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

ამასთან, გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მშვიდობის საფუძველი, რომელიც რუსეთის მიერ არ არის ნაკარნახევი, უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა.

მეტი:   „თუ პესკოვმა თქვა, რომ მათ უნდათ მოლაპარაკება, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას იარაღით" - ვიოლა ფონ კრამონი

„არაერთხელ ველაპარაკე პუტინს, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, და ეს, ბოლოს და ბოლოს, მცირე სიტყვაა უზარმაზარი განსხვავებებისთვის, ჩვენ საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და მე, როგორც „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორც ნატოს ორმა ქვეყანამ, კვლავ განვაგრძოთ დიალოგის ძიება. თუმცა, ამას ყოველგვარი ილუზიების გარეშე ვაკეთებთ, რადგან ეს ყოველთვის გრძელი საუბრებია. მაგრამ საკითხი ყოველთვის ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განხილული, რა საშინელ ნგრევას იწვევს რუსული რაკეტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის და მთლიანად უკრაინისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის საფუძველი, რომელიც რუსეთის მიერ არ არის ნაკარნახევი, არის რუსული ჯარების გაყვანა“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

მეტი:   დენისოვა: ვვარაუდობდით, რომ მარიუპოლში 20 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა გაცილებით მეტია
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img