(ACCnews) გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას არ მისცემს ისეთ იარაღს, რომლის საშუალებითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაა შესაძლებელი.
შოლცის თქმით, ამ პირობაზე ყველა ქვეყანა ერთხმად თანხმდება.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა: მან თქვა, რომ არ მიაწოდებდა იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაა შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ ეს პრინციპია, რომელსაც ყველა ვეთანხმებით“, -აღნიშნა შოლცმა.
მისი თქმით, გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება მოხდეს.