(ACCnews) უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულდა და ფოკუსირება დონბასის გათავისუფლებაზე უნდა მოხდეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ნატო-ს მიერ უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შემთხვევაში.
„უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულდა. უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ძალისხმევა გავამახვილოთ მთავარი მიზნის, დონბასის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისათვის, სტამბულში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობს.
რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 34 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა.