(ACCnews) პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსული ძალების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ფაქტებს ეხმიანება.
“შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში. გამახსენდა 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და 2008 წელს ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ,” – წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ ბუჩაში უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.