Saturday, September 23, 2023

აშშ-ის სენატის კომიტეტმა რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

მთავარი

(ACCnews) აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ქმედება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად არის აღიარებული.

აღნიშნული რეზოლუცია რუსეთს გმობს, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის გამო და აშშ-ს მოუწოდებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით მიიღოს ზომები უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად, რათა აღიკვეთოს რუსეთის მხრიდან გენოციდის შემდგომი აქტები.

მეტი:   კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთს ეწვევა

“რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აქტიურ გენოციდს, მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები. ასევე, მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

მეტი:   Reuters - თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის პირობები დაასახელა
მეტი:   პუტინმა ომი დაიწყო - აფეთქებების ხმა კიევსა და კრამატორსკში

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის ავტორები არიან რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ჯიმ რიში და ბენ კარდინი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img