(ACCnews) “ვხედავთ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს მივიდნენ,” – ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ AFP-სთან საუბრისას გააკეთა.
“მაშინ როდესაც ომი მიმდინარეობს და მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება, შეთანხმების მიღწევა მარტივი არ არის, მაგრამ ვხედავთ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს მივიდნენ,” – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შუამავლის როლს ასრულებდა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე, რომელიც 10 მარტს ანტალიაში გაიმართა.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების უკვე რამდენი რაუნდი გაიმართა. უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას ითხოვს. ხოლო, რუსეთის ფედერაცია კი უკრაინის უბლოკო სტატუსს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, “დენაციფიკაციასა” და ყირიმზე უარის თქმას მოითხოვს.