Wednesday, September 27, 2023

“უკრაინა დანაშაულის ადგილია” – ჰააგის პროკურორი

მთავარი

(ACCnews) ბუშაჩი ყოფნისას პროკურორმა კარიმ ხანიმ განაცხადა, რომ უკრაინა დანაშაულის ადგილია და სიმართლე აუცილებლად დადგინდება.

“უკრაინა დანაშაულის ადგილია. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან გვაქვს გონივრული საფუძველი, გვჯეროდეს, რომ აქ ჩაიდინეს დანაშაულები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შედის. ჩვენ უნდა გავფანტოთ ომის ნისლი, რათა სიმართლეს მივაკვლიოთ. ეს კი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას საჭიროებს“, – წერს კარიმ ხანი.

მეტი:   "მზად ვართ, განვიხილოთ ნეიტრალიტეტი, თუმცა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქალაქი ბუჩა უკრაინულმა არმიამ რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლა. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ უკრაინულმა მხარემ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. საერთაშორისო მედია-სააგენტოების ფოტო-რეპორტაჟებში ჩანს ქუჩებში მიმოფანტული მოკლული ადამიანები. ჟურნალისტების და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით კი ზოგიერთ მოკლულს ხელები შეკრული ჰქონდა.

მეტი:   დიდი ბრიტანეთი მზად არის იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

მეტი:   "უკრაინელები ევროკავშირში დაჩქარებულად უნდა გაწევრიანდნენ"– ანდრიუს კუბილიუსი

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img