(ACCnews) “ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცოგოვინა,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრიანაში რუსეთის სამხედორ აგრესიასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ალიანსი მათ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გატარებაში უნდა დაეხმაროს.
„ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გატარებაში და იმ გზის გაგრძელბაში, რომელიც მათ ნებაყოფლობით აირჩიეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ეს კრიზისი ყველაზე მეტად აჩვენებს NATO-ში ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთიანობის მნიშვნელობას.