(ACCnews) “ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ენერგოკრიზისმა შეარყიოს ჩვენი დემოკრატია. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევას. ზამთარს გადავიტანთ და ევროპა გაცილებით ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან,” ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით,, ევროპა ერთიანია უკრაინის დახმარების ვალდებულებაში, რომ მან შეძლოს სუვერენიტეტის დაცვა
„ეს იწყება უკრაინის დახმარებით, რათა მან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ერთიანები ვართ რუსეთის აგრესიისა და მისი ტერიტორიების არალეგალური ანექსიის დაგმობაში. ჩვენ ერთიანები ვართ უკრაინის დახმარების ვალდებულებაში, რომ მან შეძლოს სუვერენიტეტის დაცვა. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ევროპის უსაფრთხოება იყოს დაცული საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. ენერგოუსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც ვისაუბრეთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ენერგოკრიზისმა შეარყიოს ჩვენი დემოკრატია. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევას. ზამთარს გადავიტანთ და ევროპა გაცილებით ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან”,- განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი 6 ოქტომბერს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.