Saturday, September 23, 2023

რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა – ნაჩო სანჩესი

მთავარი

(ACCnews) რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა, – ამ განცხადებას ევროპარლამენტარი, ნაჩო სანჩესი ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, რათა 12-ივე პუნქტი შესრულდეს.

“პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ არის, რომ არ მოხდეს პოლარიზაციისთვის ხელის შეწყობა. გადაწყვეტილება საქართველოსთვის მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებული სტატუსის მინიჭების შესახებ პოლიტიკური შეცდომაა. ცხადია, ეს ქმნის მეტ პოლარიზაციას. უპირველეს ყოვლისა, თავიდან უნდა იქნეს აცილებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა პოლარიზაცია გამოიწვიოს, რადგან ერთი საკითხია თუ რას ვიფიქრებთ აქ, თუმცა პრობლემაა ის, თუ როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს საქართველოში.

მეტი:   "შეძრწუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინას "– ჯიმ რიში

მეორე ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ გარკვეული პირობების შექმნაა. ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ამისთვის გაერთიანებაა საჭირო. ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, რათა 12-ივე პუნქტი შესრულდეს, რადგან ახლა არის მომენტი, როცა არ აქვს მნიშვნელობა რა იყო მანამდე. ამიტომ, აქ არ არსებობს განსხვავებული სცენარი.

მეტი:   რუსეთის ფედერაციაში 58-ე რუსულ არმიის გენერალი მიხეილ ზუსკო დააკავეს

მთავრობამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები. ცხადია, ეს არის ლეგიტიმური არჩევნების შედეგად დანიშნული მთავრობა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს, ამიტომ მთავრობამ უნდა მოიწვიოს ოპოზიცია დიალოგისთვის და ოპოზიცია უნდა შეუერთდეს მას, რათა ამ დიალოგში მოხდეს იმ შესაძლებლობების გამორკვევა, რომელიც ამ ვალდებულებების შესასრულებლად თითოეულ მხარეს აქვს. ის, რასაც მე ვერ ვხედავ არის უცნაური იდეა ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ. რატომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა? ჩატარებულ არჩევნებს მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ დაუჭირა. ხელისუფლებაში ლეგიტიმური მთავრობაა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, ქვეყნის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები. ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნას შესაბამისი პირობები, რათა მათ შეუერთდეს ოპოზიცია და მოხდეს 12 პუნქტის შესრულება. ეს არის საკვანძო საკითხი ქვეყნისთვის. არ დაკარგოთ მეტი დრო,“ – აცხადებს ნაჩო სანჩესი “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში.

მეტი:   "ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ეს შთამბეჭდავი მიღწევაა" - გერმანიის საელჩო
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img