Wednesday, September 27, 2023

“პოლონეთის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები აჩვენებს, რომ ის ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა” – სალომე ზურაბიშვილი

მთავარი

(ACCnews) ეუთო-ს თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრისას ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე.

მეტი:   ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე: "ესაა იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი - ახლა ცდილობენ იმას, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი"

ზბიგნევ რაუმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ როგორც ეუთო, ასევე პოლონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

“აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც პოლონეთის სახელმწიფოს, ასევე, ეუთო-ს სახელით,” – განაცხადა რაუმ.

მეტი:   უკრაინის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანის "თავისუფლების მედალი" მიიღო

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც პოლონეთი უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად დგამს აჩვენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

მეტი:   საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა მინისტრს თბილისში მაისში დაგეგმილი ქალი ლიდერების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტებში ქალთა როლს შეეხება.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img