Wednesday, September 27, 2023

“2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა და მეტი რეაგირება რომ ყოფილიყო, დღეს მსოფლიო არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში” – სალომე ზურაბიშვილი

მთავარი

(ACCnews) “2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ სოლიდარობის საღამოზე განაცხადა, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ინიციატივით ოპერაში ჩატარდა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში,სადაც უკრაინისადმი სოლოდარობის საღამო გაიმართა, პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველო-ამერიკის ურთიერთობასა და მეგობრობაზე.

„მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ქალბატონო ელჩო, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია 30 წელი. 30 წელი ეს არის ერთი თაობა. 30 წელია, რაც ამერიკა ყველანაირად გვერდში გვიდგას. მე ვეთანხმები იმას, რაც ახლა ითქვა, რომ ვიღაცები ცდილობენ გაავრცელონ არასწორი, ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება სხვა ღირებულებები გვქონდეს, შეიძლება ეს არ იყოს ჩვენი უძველესი კულტურის შესატყვისი, მაგრამ ის თანადგომა, მხარდაჭერა, ამერიკის პოლიტიკა რაც იყო და არის ჩვენს მიმართ ფასდაუდებელია და ამას ჩვენ უნდა ვაფასებდეთ. ჩვენც, ჩვენი მხრიდან ამერიკისთვის ვიყავით სანდო მეგობარი, პარტნიორი, რომელმაც თავი არ დაიშურა და იდგა იქ, სადაც საჭირო იყო, ეს იქნებოდა ავღანეთი თუ ერაყი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი:   "თქვენ არ ხართ მონები და საზარბაზნე ხორცი, არ უნდა მოკვდეთ" - ზელენსკი ბელორუსის მოქალაქეებს მიმართავს
მეტი:   "რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები კვლავ შეფერხებულია საბრძოლო მასალისა და პერსონალის დეფიციტით"- ბრიტანეთის დაზვერვა

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ საქართველოს ყოველმხრივ გვერდში ედგა, ეს იყო ეკონომიკური, დიპლომატიური, პოლიტიკური და ასევე კულტურული დარგი. ამასთან პრეზიდენტმა დასძინა, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ სხვანაირი მხარდაჭერა ყოფილიყო, შესაძლოა, მსოფლიო ამ მდგომარეობაში არ ყოფილიყო, როგორშიც დღესაა.

„შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება – რაც იყო, ის არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ ჩვენი მთლიანი სოლიდარობა უკრაინისა და მისი შეუდარებელი ბრძოლის მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი:   ინიციატივა აშშ-ისგან: ადგილობრივი მმართველობის მხარდამჭერი $21-მილიონიანი პროგრამა

ამერიკული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად ფოჩხუამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ღონისძიების სპონსორებს: გენერალური სპონსორი: PwC Georgia მთავარი მხარდამჭერი: Gulf Georgia სპონსორი: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children’s Central Hospital Tegeta • თეგეტა Tbilisi Marriott Hotel , Adjara Group • აჭარა ჯგუფი Servier Georgia.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img