Wednesday, September 27, 2023

Reuters: რუსეთმა უკრაინაში მარცვლეულის საცავები გაანადგურა

მთავარი

(ACCnews) უკრაინაში რუსულმა ძალებმა მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურეს, რასაც აშშ-ის ხელისუფლების ხელთ არსებული ფოტოსურათებიც მეტყველებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოსთან ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები დარტყმებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საცავებზე ახორციელებენ​. მისი ცნობით, დარტყმების შედეგად დაზიანებულია მარცვლეულის სულ მცირე ექვსი საცავი.

მეტი:   "აუცილებელია სამთავრობო არხების გამოყენება - დაპირისპირებით სარგებელს იღებს რუსეთი" - დეგნანი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

მაღალჩინოსნის ტქმით, „მარცვლეულის ამ საცავებზე რუსეთის უგუნური თავდასხმა იმის ნათელი მაგალითია, რომ პუტინის ომი პირდაპირ აზარალებს უკრაინაში მოქალაქეებს და საფრთხეს უქმნის მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას.”

მეტი:   "დიდ ყურადღებას მივაქცევთ ბირთვული ტრიადის გაძლიერებას"– ვლადიმერ პუტინი

“აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დამოკიდებული არიან უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე, სურსათის ამ მარაგებისა და საწყობების განადგურებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დეფიციტი და ფასების ზრდა ისედაც მოწყვლადი ეკონომიკის ქვეყნებში“– აცხადებს ამერიკელი მაღალჩინოსანი სააგენტოსთან.

მეტი:   "უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს" - დმიტრი მედვედევი

2020-2021 წლებში უკრაინა მსოფლიოში ხორბლის სიდიდით მეოთხე ექსპორტიორი იყო.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img