Wednesday, September 27, 2023

“საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე – ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?!” – სააკაშვილი

მთავარი

(ACCnews) “საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე, აბა ვის გაუგია რუსეთმა წააგოს – ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?!”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მეტი:   "უკრაინაში ადამიანების 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იქნება, თუ ომი ერთი წელი გაგრძელდება" - გაერო

სააკაშვილის თქმით, უკრაინა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და ქვეყნიდან მტრის ჯარს გააძევებს. ექსპრეზიდენტი უკრაინაში ქართველ მებრძოლებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა სამართლებრივ დევნას მათ წინააღმდეგაც აწარმოებს.

“უკრაინა იმარჯვებს დიდი უპირატესობით, უკრაინა გამოყრის რუსებს თავის ტერიტორიიდან, მათ შორის, ჩვენი 2 ათასი მებრძოლის მონაწილეობით, რომლებიც იქ არიან იბრძვიან. ამ მებრძოლებზე მიმართაც აქვს საქმე აღძრული საქართველოს მთავრობას.

მეტი:   "ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულად გაწევრიანებით პროცესს პოლიტიკურს გავხდით, ეს კი არ უნდა მოხდეს“– ნიდერლანდების პრემიერი

იმ ჩვენს გმირებს, ვინც იცავენ უკრაინას, ამ სასამართლო დარბაზში ელოდებიან, რათა გაასამართლონ. ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურება, რომ საქართველოს მართავს არა მთავრობა, არამედ მოღალატეების ჯგრო. ეს არის საქართველოს მოღალატეების ბანდა, რომელიც ჩვენს ხალხს ანადგურებს,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი:   "რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ უკრაინაში ჩაიდინეს" - ანდჟეი დუდა
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img