Wednesday, June 7, 2023

მიხეილ სააკაშვილი: “ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ”

მთავარი

(ACCnews) “ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ”, – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს მიმართავს.

სააკაშვილი მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში ბროუდერს დახმარებას სთხოვს.

„ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა, დავეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში წინასწარ, ფატალური შედეგის მოლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია პუტინის უძლეველობის რწმენასთან. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ვიცოცხლო მის დასასრულამდე. ამასობაში ჩემი ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირალები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური პოტენციალით, მებრძოლი სულით და ფართო კონტაქტებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი:   ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს
მეტი:   Reuters: დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინაში უფრო მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ცნობისათვის, ცნობისათვის, ბილ ბრაუდერი წარმოშობით ამერიკელი ფინანსისტი რუსეთში 10 წლის მანძილზე მოღვაწეობდა და ვლადიმირ პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა, რის გამოც 2005 წელს რუსეთში შესვლა აუკრძალეს.

მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

მეტი:   "გერმანია ძალიან მჭიდროდ იმუშავებს საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში" - პეტერ ფიშერი

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img