(ACCnews) საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი შიმსილობის შეწყვეტის მიზეზები განმარტა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, როცა პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი გაიმართა. პროცესს დისტანციურ რეჟიმში არ დაესწრო ყოფილი პრეზიდენტი. პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.
ამასთან, პენიტენციურმა სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის 1 თვით გადადება მოითხოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი 22 დეკემბრამდე გადადო.