Wednesday, June 7, 2023

“სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა” – ირაკლი კობახიძე

მთავარი

(ACCnews) “მიხეილ სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ, ვითარება შეიცვალა და დღეს ადამიანებს განსხვავებულად ეპყრობიან, მათი უფლებები დაცულია.

“თქვენ ნახეთ ოროთახიანი პალატა, რომელშიც ის არის მოთავსებული. ნახეთ, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის სამედიცინო პერსონალს. ეს არის 2012 წლის შემდგომი მდგომარეობა. ეს გამოჩნდა ამ კადრებში. 2012 წლამდე ან საკანი რას ჰგავდა, ან საავადმყოფოს პალატა რას ჰგავდა, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს. ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი იხსენებდა, დრენაჟით გადაიყვანეს საავადმყოფოდან ციხეში და თქვენ მელაპარაკებით ადამიანის უფლებებზე. ნახეთ, რა პირობებშია პატიმარი, როგორ ექცევა ის სამედიცინო პერსონალს და როგორ ექცევა მას სამედიცინო პერსონალი, რა უფლებებზე ლაპარაკობთ. თქვენ რომ ამბობთ ადამიანის უფლებების დარღვევას, ელემენტარულად შეაფასეთ, სად არის დარღვევა და სად არ არის დარღვევა. ამის შეფასების უფლება უნდა გქონდეთ. ჩემზე კარგად თქვენ არ იცით, რას ნიშნავს ღირსების უფლება. მიხეილ სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი:   მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქციის ჩატარების ინიციატივით გამოდის
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img