(ACCnews) “დეპოლარიზაციისთვის 2 ნაბიჯია გადასადგმელი. ერთი ნაბიჯი ეს არის – პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერი და მეორე – მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ექსტრადიციისკენ სვლა.” – განაცხადა “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ და დასძინა “თუ სააკაშვილი 6 თვის თავზე ციხეში იქნება, ჩვენ ნაკლები შანსი გვაქვს ევროინტეგრაციისთვის.”
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს და არც სძულს, საერთოდ ნეიტრალურია მის მიმართ, მაგრამ თუ ჩანს რომ მისი ციხეში ყოფნა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, ვალდებული ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ეს ფაქტორი მოიხსნას.
“მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის ხელშემშლელი ფაქტორი ევროინტეგრაციისთვის. უნდა გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი, ოღონდ იმ პირობით, თუ ის მინიმუმ ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მაქსიმუმ დაშლის “ნაციონალურ მოძრაობას” – განაცხადა პარტია “გირჩის” ლიდერი.