Friday, March 24, 2023

ევროპარლამენტარები კომისიას მოუწოდებენ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად სააკაშვილის გათავისუფლება მიიღოს

მთავარი

(ACCnews) საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ევროკომისიას მოუწოდებენ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება.

ცვლილების ტექსტში, რომლის ავტორი იაცეკ სარიუშ-ვოლსკია, აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით უნდა გათავისუფლდეს.

„ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით შიშს იწვევს, მოუწოდებს კომისიას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით, რათა ის უზრუნველყოფილ იქნას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობით“, – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

მეტი:   მასიმო დ'ანჯელო - "მნიშვნელოვნად ჩავთვალე ამ საქმეში ჩართვა, რომ დამეცვა სააკაშვილის უფლებები"

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ტექსტში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.

„მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუშვას მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება“, – აღნიშნულია ტექსტში.

მეტი:   "მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს"- მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში კი აღნიშნულია:

„[კომიტეტი] კვლავ შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო; სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარე ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება; საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს დაკავებული ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონახულებაზე“.

მეტი:   ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს - “ეს არ შეეფერება საქართველოს, ეს უნდა შეწყდეს, გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება”

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე ევროპარლამენტარმა ცვლილებები მოამზადა.

რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებული ცვლილებები ასევე შეეხება ნიკა გვარამიას. ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img