(ACCnews) სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი, – ეს განცხადება მესამე პრეზიდენტია ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პენიტენციური სამსახურის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ადვოკატის თქმით, ახლა მცდელობაა იმისა, რომ „სააკაშვილი მოკლან და მერე კვალი დამალონ”.
„ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო?! თურმე პატიმარი ვერ ჩართეს, აგერ, ორი კილომეტრიდან. წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ. რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე? – შიში და რაღაც გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ახლა ცდილობენ იმას, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, ამას სხვა არაფერი ჰქვია”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი გაიმართა. პროცესს დისტანციურ რეჟიმში არ დაესწრო ყოფილი პრეზიდენტი. პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.
ამასთან, პენიტენციურმა სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის 1 თვით გადადება მოითხოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესი 22 დეკემბრამდე გადადო.