(ACCnews) ადამიანებს, რომლებიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებიან, სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე.
ჩალაძის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საგანგაშოა.
„რომ მეკითხებით როგორ არის მიშა, როგორ არის და კვდება! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. პრეზიდენტი მოკვდება. ჰკითხეთ ექიმებს, ბადრაგს ან ნებისმიერს ვინც ყოველდღე ნახულობს მას. ნახეთ ვიდეოთვალთვალის კადრები. ეს მარაზმი უნდა შეწყდეს! მისი სიკვდილი რასაც გამოიწვევს ყველა ხვდებით. ეს პოსტი არ არის რიგითი წუხილი. ეს განგაშია,“- წერს გიორგი ჩალაძე.
ცნობისათვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ კლინიკა „ვივამედშია.“ ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების განცხადებით, სააკაშვილი სასწრაფოდ სასჯელის გადავადებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას საჭიროებს.