Wednesday, June 7, 2023

“დღეს, გონება დაკარგა და ძალიან გაუჭირდათ მისი მოსულიერება!” – გიული ალასანია

მთავარი

(ACCnews) “დღეს ძალიან გაუჭირდათ მისი მოსულიერება, ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს, იატაკზე იყო დაგდებული. ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს,” – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, ამიტომ ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში განმეორდეს და ფატალურად დამთავრდეს.

მეტი:   "მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს"- მიხეილ სააკაშვილი

“დღეს კლინიკაში, სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი მან დაკარგა გონება და ეს იყო მეორე შემთხვევა, მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის შემდეგ. შუალედში ამ ორ ეპიზოდს შორის, იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება, ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს, იატაკზე იყო დაგდებული. ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა მოასულიერეს. მესამე შემთხვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს და დამთავრდეს ფატალურად,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი:   "დეპარტამენტის ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები" - მიხეილ სარჯველაძე

ამასთან, როგორც ექსპრეზიდენტის დედამ ბრიფინგზე აღნიშნა, მდგომარეობა ძალიან მძიმეა და თუ მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება, აღარც სახელმწიფო იარსებებს.

“ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო. წელში გადატყდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობაც აქ ნაკლებად ესმით. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე, უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე, უამრავი ტელევიზია აშუქებს ჩვენს ამ პრობლემას, მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქცია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი:   მიხეილ სააკაშვილი: "ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ"
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img