Wednesday, September 27, 2023

“რუსები თავიანთი სამხედროების ცხედრებისთვის ნაგვის ტომრებს გვთავაზობდნენ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “რუსები თავიანთი სამხედროების ცხედრებისთვის ნაგვის ტომრებს გვთავაზობდნენ,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, გასაგებია თუ რისთვის იბრძვის უკრაინა, მაგრამ მისთვის გაუგებარია თუ რა ხდება რუსეთში.

“სჭირდებათ  საერთოდ [თავიანთი გარდაცვლილი სამხედროების სიები]? იქ უბრალოდ ბავშვები არიან, 2003-2004 წლებში დაბადებულები. არსებობს სპეციალური პროცესი, ჩვენ არ გვინდა მათი ცხედრები აქ გვყავდეს. რუსები ჯერ უარს ამბობდნენ, მერე კიდე რაღაცას იგონებდნენ, მერე რაღაც ტომრებს გვთავაზობდნენ. ვერ ვხვდები, როცა ძაღლი ან კატა კვდება, იმასაც კი არ ექცევიან ასე. ნაგვის პარკებს [გვთავაზობდნენ]…რატომაა ეს საშინელება? თუ თავიანთ ხალხს ასე ექცევიან, როგორი დამოკიდებულება ექნებათ სხვების მიმართ? და რუსეთის ხელისუფლებისთვის ჩვენ ნამდვილად – სხვები ვართ. უკრაინა გასაგებია რისთვის იბრძვის, მაგრამ რა ხდება რუსეთში ამას ვერ ვხვდები,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი:   "რისი ხილვაც გვინდა, არის მობილიზაცია და შეუპოვრობა წინსვლისთვის და სწორედ ეს ვიხილეთ გუშინ"- საფრანგეთის ელჩი
მეტი:   "უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად დღეს ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შევხვდი" - ბორის ჯონსონი

ინფორმაციისთვის, ომის დაწყების შემდეგ უკრაინულმა მხარემ რუსეთს არაერთხელ შესთავაზე გარდაცვლილი სამხედროების წაყვანა.

მეტი:   "უკრაინაში ომი მოსკოვის გეგმის მიხედვით არ მიდის" - იენს სტოლტენბერგი

ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 32 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი. რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img