(ACCnews) უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი ოფიცერის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ლიკვიდირებულია მაიორი რუსლან კონონოიჩია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ანატოლი შტეფანი „ტელეგრამში“ წერს.
„მაიორმა რუსლან კონონოვიჩმა “კეთილი ნების ნაბიჯი” გადადგა – ის ოფიციალურად დენაციფიცირებული და დემილიტარიზებულია”, – წერს უკრაინელი ოფიცერი.
ცნობისათვის, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის 43 500-ზე მეტი ჯარისკაცია ლიკვიდირებული.