ACCnews “რუსული ნავთობის ექსპორტის სრულად აკრძალვა ევროპაში ენერგიის ფასების ზრდას გამოიწვევს,” – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა.
ჯანეტ იელენი იმედოვნებს, რომ ნავთობკომპანიები წარმოებას გაზრდიან, რათა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება გაგრძელდეს.
“რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა პრობლემებს ბევრი ქვეყნისთვის შექმნის, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ამ ნავთობზე დამოკიდებულნი არიან. რუსული ნავთობის სრულად აკრძალვა, დიდი ალბათობით, ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ჩვენ ერთ სავაჭრო პარტნიორზე დამოკიდებულების მსხვერპლნი ვართ,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანმა.
ცნობისთვის, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე ნავთობის მიწოდება შეაფერხა. აღნიშნულმა ფაქტმა კი ნავთობის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.