(ACCnews) “მარტს რუსეთის არმიამ განაგრძო სრულმასშტაბიანი, შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ, როცა რუსული ჯარები აგრძელებდნენ თავდაცვით ოპერაციებს აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით,” – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “რუსეთმა გააძლიერა ცეცხლი და თავდასხმითი ოპერაციები დონეცკის რეგიონში და აგრძელებს საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს დასახლებულ ადგილებში”.
მათივე ცნობით, რუსეთის მთავარი ძალისხმევა მიმართულია პოპასანაზე, რუბიჟიესა და მარიუპოლზე კონტროლის აღებაზე. ასევე, ამბობს, რომ რუსული არმია დემორალიზებულია და აქვს დაბალი მოტივაცია, მონაწილეობა მიიღოს საომარ მოქმედებებში უკრაინაში.
“რუსული არმია გადაჯგუფდა და დაიწყო შეტევითი ოპერაციების აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, ასევე, დაიწყო მუშაობა დონეცკისა და ტავრიას რეგიონებში ჯარების ლოგისტიკური მხარდაჭერის სისტემის გაზრდაზე“. – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.