Wednesday, March 29, 2023

“რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში” – ვლადიმერ პუტინი

მთავარი

(ACCnews) “რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში”, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, ხომ არ უნდა კრემლს ბელარუსის შთანთქმა.

მეტი:   ზურაბ აზარაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

მისი თქმით, ამას “არაკეთილის მსურველები აკეთებენ, რათა არ მიიღონ მსოფლიო ბაზარზე ეფექტიანი და მათთვის საშიში კონკურენტები რუსეთისა და ბელორუსის სახით.

„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად ლაპარაკობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ხალხი, ვინც ამ საკითხს არ უღრმავდება. საქმე ეხება არა შთანთქმას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებას – ისევე, როგორც ეს კეთდება მრავალ სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში. ყველაფერი დანარჩენი ზედაპირული და სისულელეა. ეს არის ჩვენი არაკეთილის მსურველთა მცდელობები, შეაფერხონ ჩვენი ინტეგრაციული პროცესი. ამას ისინი აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ არ მიიღონ მსოფლიო ბაზარზე ეფექტიანი და მათთვის საშიში კონკურენტები. სულ ეს არის“ , – აღნიშნა პუტინმა.

მეტი:   ნავალნი მოსკოვის სასამართლომ თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფისთვის დამნაშავედ სცნო
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img