Saturday, September 23, 2023

რუსეთმა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

მთავარი

(ACCnews) რუსეთმა მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, „გაზპრომი“ განმარტავს, რომ მილსადენზე შეზღუდვები მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა და სამ დღეს გაგრძელდება.

მეტი:   ნიუ-იორკ თაიმსი: რუსეთმა ხერსონის აეროდრომიდან ვერტმფრენები გაიყვანა

“ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის მილსადენით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით მიეწოდება. ის 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მილიონი კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია.

მეტი:   НТВ-ს წამყვანმა სამსახური დატოვა და მკაცრი განცხადება უცხოეთიდან გააკეთა

მილსადენი ივლისში 10 დღით დაიხურა, რის მიზეზადაც ყოველწლიური გეგმური ტექნიკური სამუშაოები დასახელდა. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20% დატვირთვით მუშაობს, რაც რუსული მხარის მტკიცებით, აღჭურვილობის გაუმართაობით არის გამოწვეული.

მეტი:   "ამერიკული კულტურის ცენტრი" და აშშ-ს საელჩო ოპერაში სოლიდარობის საღამოს აწყობენ

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მიწოდების შეწყვეტა ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდის მიზნით გაახანგრძლივოს.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img