(ACCnews) რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს აცხადებს.
ბიზნესმენის თქმით, რომ მას აღარ სურს ასოცირდებოდეს რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან და თანამოქალაქეებთან, რომლებიც „კლავენ და ძარცვავენ სამოქალაქო პირებს“.
ოლეგ ტინკოვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მის მაგალითს სხვა რუსი ბიზნესმენებიც მიჰყვებიან.
მეწარმე „ფსევდოპატრიოტებს“ მიუბრუნდა: „მე შენზე მეტად რუსეთის პატრიოტი ვარ. რადგან შენ ლაპარაკობ, მაგრამ მე გავაკეთე და ვაკეთებ. მე რუსეთის გმირი ვარ“.
ცნობისათვის, ტინკოვმა არაერთხელ, მწვავედ გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ომის დაწყების შემდეგ ბიზნესმენმა რუსეთში დახურა, ან გაყიდა საკუთარი კომპანიები. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ბანკი „Тинькофф“. მისი წილი რუსმა ოლიგარქმა ვლადიმირ პოტანინმა შეიძინა.
ოლეგ ტინკოვი, რომლის ქონებას „ფორბსის“ რუსული გამოცემა 4.7 მილიარდ დოლარად აფასებს, კვიპროსის მოქალაქეცაა, თუმცა, ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.